Logo

ლევან მახაშვილი - PACE-ს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, როდესაც იანვარში მოხდება მანდატის განახლება, ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას

პოლიტიკა
4 საათის წინ / 20:21
Frontnews image description

უნგრეთში გამართულ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, PACE-ს საქმიანობაში საქართველოს დელეგაციის ჩართულობა-არჩართულობაზე, წუხილი გამოითქვა, რომ დელეგაციამ ფორმატი ამ ეტაპზე დატოვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, PACE-ს პრეზიდენტი მზად არის, მაქსიმალურად უშუამდგომლოს ქვეყანას, რომ ყველა ბარიერი, რაც კი შეიძლება, არსებობდეს ასამბლეაში დაბრუნებისთვის, მოიხსნას.

„ჩვენ ე.წ. პირობები დავაყენეთ, რისი უკან წაღების შემთხვევაშიც, საქართველო მზად არის, რომ საპარლამენტო ასამბლეას დაუბრუნდეს. PACE-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არ არის პირობები, ეს არის იდეები და შეთავაზებები. იგი მოწადინებულია, რომ ეს ურთიერთობები მალე აღდგეს და საქართველო დაბრუნდეს ასამბლეაში. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ ეს იდეები კი არ არის, გაცხადებული პირობები იყო, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა დააყენეს, ეს იყო საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომა. თავად მზადყოფნა გამოთქვა, რომ როცა იანვარში მოხდება მანდატის განახლება, ამ ეტაპისთვის ყველაფერი გაკეთდეს, რომ ბარიერები მოიხსნას და საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას“, – განაცხადა მახაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები