ლევან მგალობლიშვილი - გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა

ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც ის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რჩება როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრები დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე.
"გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.
მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე", - წერს მგალობლიშვილი.
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა