ლევან ნიკოლეიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ უყვარს სამშობლო

ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად ახალგაზრდებს მისცა უნიკალური შანსი, უფასოდ მიიღონ უმაღლესი განათლება.
“გააჩნია ვინ რას ეძახის დიდ საქმეს ან უბრალოდ ქველმოქმედებას, განათლების სფეროში, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებაში ასეთი აქტის განხორციელება უდავოდ მამულიშვილური აზროვნებისა და მოქმედების უდიდესი გამოხატულებაა. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ როგორ უყვარს სამშობლო, შესაბამისად არამარტო მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავს, რაც არაფერში და არაფრის ფასად არ გაცვალა, არამედ ამჯერად ახალგაზრდებს მისცა უნიკალური საშუალება უფასოდ მიიღონ უმაღლესი განათლება”, - წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


