ლევან ნიკოლეიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე ოპოზიციასაც ურჩია, სამშობლო ჰყვარებოდათ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქცეულიყვნენ

ავტორი
Front News საქართველო
მარტო კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით კი არა, ნებისმიერ სხვა საკითხზეც რომ მისცეს რჩევები ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდს, რა გასაკვირია. ჯერ ერთი, ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახლავთ, მეორეც, მგონი ნამდვილად აქვს იმდენი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რომ მისი რჩევები ღირებული და გასათვალისწინებელი იყოს, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ "ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის უკიდურესად ღირებული“.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმა, ოპოზიციასაც ურჩია, სამშობლო ჰყვარებოდათ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქცეულიყვნენ, მაგრამ მათ მაინც "ნაცობა", ქვეყნის ღალატი და უცხოელი პატრონები აირჩიეს.
"მარტო კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით კი არა, ნებისმიერ სხვა საკითხზეც რომ მისცეს რჩევები ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდს, რა გასაკვირია. ჯერ ერთი, ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე გახლავთ, მეორეც, მგონი ნამდვილად აქვს იმდენი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე, რომ მისი რჩევები ღირებული და გასათვალისწინებელი იყოს. თავის დროზე ოპოზიციასაც ურჩია, სამშობლო ჰყვარებოდათ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ მოქცეულიყვნენ, მაგრამ რად გინდა – მათ მაინც ნაცობა, ქვეყნის ღალატი და უცხოელი პატრონები აირჩიეს. ჰოდა არიან კიდეც უსამშობლოები და ურეიტინგოები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


