ლევან ნიკოლეიშვილი – ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისთვის, ამას კი სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი


ავტორი
Front News საქართველო
ახლა სამართალდამცველები არიან შესულები ევროპელი პენსიონერების მძარცველების მთავარ ოფისებში, საიდანაც უნდა დაფინანსებულიყო რევოლუციური აქციები. მაქვს ეს დედაატირებული ინფორმაცია და ცოტა მეტი ყურადღება რომ მომაქციოთ, არ იქნება ცუდი…, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, ორი დღის წინ თავად თქვა და ყურადღება არავინ გაამახვილა, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისთვის და აქციებისთვის, ამას კი სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რასაც უზრუნველყოფს „ნაცმოძრაობის“ ფინანსები.
„ორი დღის წინ ვთქვი და ყურადღება არავინ გაამახვილა, მაგრამ დავწერე, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისთვის და აქციებისთვის, ამას კი სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რასაც უზრუნველყოფს „ნაცმოძრაობის“ ფინანსები, რომელიც ე.წ. კრიპტოვალუტის სახით შემოდის საქართველოში და შემდეგ ხდება მისი განაღდება რეალურ თანხებზე. ახლა სამართალდამცველები არიან შესულები ევროპელი პენსიონერების მძარცველების მთავარ ოფისებში, საიდანაც უნდა დაფინანსებულიყო რევოლუციური აქციები. მაქვს ეს დედაატირებული ინფორმაცია და ცოტა მეტი ყურადღება რომ მომაქციოთ, არ იქნება ცუდი…“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს