Logo

ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონ-რეკორდსმენია

სპორტი
201
Frontnews image description

ლევან ოჩიგავამ ალბანეთში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა ატაცში 148 / 154 კგ. დაძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის რეკორდსმენის ტიტულსაც დაეუფლა.

ლევან ოჩიგავამ აკვრაში დაძლეული 191 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და კვლავ ევროპის რეკორდი დაამყარა.

ასევე სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვილი 345  კილოგრამიც და ქართველმა ნაკრების ყულაბას მესამე ოქროს მედალიც შესძინა.

Advertisement