Logo

ლევან ქარუმიძე – შემდეგი 3 წელი გვაძლევს შესანიშნავ საფუძველს სტაბილურობისა და პოლიტიკური ერთიანობისთვის ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად

პოლიტიკა
1089
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს “ტვიტერზე” ეხმაურება.

 

ქარუმიძის შეფასებით, შემდეგი 3 წელი იძლევა შესანიშნავ საფუძველს სტაბილურობისა და პოლიტიკური ერთიანობისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად.

 

“ახლა არის სწორი დრო! უნდა გავერთიანდეთ! უფრო მასშტაბურად უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე! შემდეგი 3 წელი გვაძლევს შესანიშნავ საფუძველს სტაბილურობისა და პოლიტიკური ერთიანობისთვის ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად! #წინსაქართველო!”, – წერს ქარუმიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები