Logo

ლევან სანიკიძე - ამ ქვეყნის უახლესი მაგალითები მიუთითებს, რომ მარტო ვერავინ ვერ იგებს, არ არის ამის შესაძლებლობა

პოლიტიკა
227
Frontnews image description

ამ ქვეყნის უახლესი მაგალითები მიუთითებს, რომ მარტო ვერავინ ვერ იგებს, არ არის ამის შესაძლებლობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საჭიროა, რომ ოპოზიციამ გაიაზროს საზოგადოების საჭიროება.

"საზოგადოების დაკვეთა ერთიანობაა. რაც მთავარია, ამ ქვეყნის უახლესი მაგალითები მიუთითებს, რომ მარტო ვერავინ ვერ იგებს, არ არის ამის შესაძლებლობა. ჩვენი პოლიტიკური ძალა მზად იყო საერთო საპარლამენტო სიაზე, იდენტობის დათმობაზე - "ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურ დათმობებზე იყო მზად, მათ შორის იმ გამოცდილებით, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს 2003 წელს. რაც უფრო მეტი განსხვავებული, მაგრამ საერთო მიზნის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია ახერხებს თანხვედრას და საკუთარი პოზიციების შეჯერებას, უფრო მაღალია იმის შესაძლებლობა, რომ მოახერხო გამარჯვება.

საჭიროა, რომ ოპოზიციამ გაიაზროს საზოგადოების საჭიროება, დაკვეთა და გზა იმისა, თუ როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და ერთხელ და სამუდამოდ, როგორ გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა. ვიმეორებ, ჩვენი პარტია წინა არჩევნებიდან მოყოლებული ერთიანობისა და ერთობის მომხრე და შეიძლება ითქვას, პირველი გამჟღერებელიც კი იყო", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები