Logo

ლევან სანიკიძე - ბოლო კვირებია, "ქართული ოცნება" ემზადება ცხელი სექტემბრისთვის, პოლიტიკურად ერთ-ერთი მძიმე თვე იქნება 13 წლის განმავლობაში

პოლიტიკა
176
Frontnews image description

ბოლო კვირებია, "ქართული ოცნება" ემზადება ცხელი სექტემბრისთვის, პოლიტიკურად ერთ-ერთი მძიმე თვე იქნება ბოლო 13 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უვიზო მიმოსვლას უკავშირდება.

"ბოლო კვირებია, "ქართული ოცნება" ემზადება ცხელი სექტემბრისთვის, პოლიტიკურად ერთ-ერთი მძიმე თვე იქნება ბოლო 13 წლის განმავლობაში. ის ყველა ჭექა-ქუხილი, რომელიც მას ზაფხულში შეიძლება დატყდომოდა, უკვე ახლოვდება და სექტემბერ-ოქტომბერშია გადანაწილებული. დავიწყოთ უვიზო მიმოსვლის საკითხით, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მგრძნობიარე საკითხია "ქართული ოცნებისთვის".  რამდენადაც თავზეხელაღებულია ეს ხალხი სამშობლოს ღალატში, იმდენად აქცევენ სოციოლოგიას და ჯგუფებს ყურადღებას მაინც. ისიც კარგად იციან, რომ მათივე ამომრჩევლისთვისაა უვიზო მიმოსვლის შეჩერება კატასტროფა. მეორე საკითხია ის, რასაც დღეს აპირებენ - ეს არის შემზადება ე.წ. საგამოძიებო კომისიის მოღალატეობრივი დასკვნისთვის. მთელი აგვისტო ვნახეთ რაც კი შეეძლოთ, ეკადრათ - ყველაფერი იკადრეს. მათთვის კი მთავარი ოპონენტი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი. ვინც ზედმეტად შემოდის ჩვენი განადგურების სურვილში ყველა არის მარია ზახაროვას კოლეგა, მათ შორის ზოგიერთი ოპოზიციონერი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement