ლევან სანიკიძე - ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან

ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ნაცვლად იმისა, შევქმნათ დამოუკიდებელი ენერგოსისტემა, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახი კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით გაზპრომზე და როსნესტზე, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ მთავრობის მიერ”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
"ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ “ოცნების” წარმომადგენლები ხვდებიან როსნესტის წარმომადგენლებს. ადამიანს, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და დასავლური სახელმწიფოების მხრიდან. ეს არის ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი და ჩემი აზრით, ეს არის ცალსახად მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის საქართველოს ენერგოდამოკიდებულის ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმის ნაცვლად, რომ ვცდილობდეთ ამ ვითარებით სარგებლობას და დამოუკიდებელი ენერგოსისტემის შექმნას, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული და 2012 წლებში სწორედ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახი კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით გაზპრომზე და როსნესტზე, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ მთავრობის მიერ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




