ლევან სანიკიძე - გამორბიან ორკებივით ასი ერთზე, ურტყამენ ქალებს, ბავშვებს, სტუდენტებს, მოხუცებს, მერე პოლიციელებს ეფარებიან


ავტორი
Front News საქართველო
ქალებს ურტყამენ, ბავშვებს, სტუდენტებს, მოხუცებს და პოლიციელებს ეფარებიან მერე, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები ბუნებრივი და სახალხოა.
"ესენი არიან ანწუხელიძის მკვლელები. 2008 წელს გორში რომ შესულიყვნენ, მართლა მაროდიორები და მძარცველები იქნებოდნენ. კაცი ქალზე რომ ხელს ასწევ, ქართველი კაცი, ეს ჩვენი ტრადიციების დაუწერელი კანონია, მაშინ კაცი აღარ ხარ. ეს არის მათ შორის იმ იდენტობის ნაწილი, რასაც ქართველობა და კავკასიელობა ჰქვია. გამორბიან ორკებივით ასი ერთზე, ურტყამენ ქალებს, ბავშვებს, სტუდენტებს, მოხუცებს, მერე პოლიციელებს ეფარებიან. გუშინ გუგულებივით იყვნენ შეყუჟულები. რატომ არ გამოვიდნენ. 13 წელია, ამ ქვეყანას ურტყამენ და ჩვენ ხელი არ გვეფხანება? არა მხოლოდ ფეხს, წიხლსაც ურტყამენ. ამით ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც ურტყამენ ხელს“, - აცხადებს ლევან სანიკიძე.
ბოლო დღეების განმავლობაში, კახა კალაძის საარჩევნო ოფისთან საპროტესტო აქციები იმართება.
8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს