ლევან სანიკიძე - გეგმაზომიერი ღალატია ამ ქვეყნის, უკვე შუა ეტაპზე არიან


ავტორი
Front News საქართველო
გეგმაზომიერი ღალატია ამ ქვეყნის, უკვე შუა ეტაპზე არიან. "ქართული ოცნების" დღის წესრიგი არის ამ ქვეყნის სამუდამო დაშლა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2018 წელს "ქართულ ოცნებას" ღიად არ უწევდა პრორუსული პოზიციების დაფიქსირება.
"2018 წელს "ქართულ ოცნებას" ასე ღიად არ უწევდა პრორუსული პოზიციების დაფიქსირება. რაც უფრო დრო გადის, მით უმეტეს, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, რომ ერთ სკამზე დამსხდარიყვნენ - დასხდნენ რუსეთის სკამზე და ამ ვითარებაში, ჩვენი ყურიც მიაჩვიეს განცხადებებს.
ანწუხელიძეზე მანამდეც ხომ განაცხადეს მათ და "გავუტარეთ", შერჩა. ახლაც თუ "გავუტარებთ" უარესს გააკეთებს, მერე აფხაზეთის რკინიგზას გახსნიან. გეგმაზომიერი ღალატია ამ ქვეყნის, უკვე შუა ეტაპზე არიან. "ქართული ოცნების" დღის წესრიგი არის ამ ქვეყნის სამუდამო დაშლა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს