Logo

ლევან სანიკიძე - მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბიძინა ივანიშვილს თავად მოუწიოს დათმობებზე წასვლა

პოლიტიკა
46
Frontnews image description

დღეს "ლელომ" ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის ინიციატივა, რაც გულისხმობს გაუგონარი პირობებით დიალოგში შესვლას, ემსახურებოდა "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი დროის მიცემას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად წავიდეს დათმობებზე.

"ფაქტობრივად, ამით დღეს "ლელომ" ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის ინიციატივა, რაც გულისხმობს გაუგონარი პირობებით დიალოგში შესვლას, ემსახურებოდა "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი დროის მიცემას. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ  ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდეს ძალიან მალე იმ მდგომარეობაში, რომ თავად მოუწიოს დათმობებზე წასვლა და დიალოგი შედგეს ერთადერთ რამეზე - თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობებზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევალთ "ქართულ ოცნებასთან" ვაჭრობაში, მათ უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და აქ იგულისხმება უკლებლივ ყველა და შეიქმნას პირობები, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

"ლელო - ძლიერი საქართველოს" განცხადებით, "აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები