Logo

ლევან სანიკიძე - ფაქტობრივად, ოპოზიციური ლიდერი არ არის, რომელიც არ დაიჭირა, მაგრამ არჩევნებამდე უშვებს, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილს

პოლიტიკა
43
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი პრინციპულად არ აძლევს შესაძლებლობას, რომ თუნდაც უსამართლო არჩევნებში მონაწილეობდეს. მარტივი შეკითხვაა - რატომ? ხომ არ ეშინია "ქართულ ოცნებას" მიშასი?, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისნაირი გამოცდილების მქონე ადამიანი სამხრეთ კავკასიაში არავინაა.

"როდესაც გვაქვს ისეთი ფუფუნება, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის რანგის, გამოცდილების, წარმატების მხილველის და შემქმნელი ლიდერის ყოლა, მისი რჩევები არის საკვანძო მნიშვნელობის მატარებელი იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ პოლიტიკურ ისტორიაში აქვს, როგორც არჩევნების მოგება, ისე რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლა, ანუ, მას, როგორც პოლიტიკოსს, აქვს სრულყოფილი ბიოგრაფია, შესაბამისად, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მსგავსი გამოცდილების პოლიტიკოსი არ არის, მისი რჩევების მიღება, გათვალისწინება და ასახვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პირადად ჩემთვისაც.

ფაქტია, რომ ამ 14 წელში ყველა პოლიტიკოსს მიეცა შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში მეც მომეცა, რომ ასეა თუ ისე, ციხის გარეთ იოპერირონ, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილი ციხეში ამწყვდევს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების დროს, ფაქტობრივად, არ ყოფილა მომენტი, რომ პოლიტიკური ლიდერები იყვნენ ციხეში. ერთადერთი გამონაკლისია და ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მას ბიძინა ივანიშვილი პრინციპულად არ აძლევს შესაძლებლობას, რომ თუნდაც უსამართლო არჩევნებში მონაწილეობდეს. მარტივი შეკითხვაა - რატომ? ხომ არ ეშინია "ქართულ ოცნებას" მიშასი? ფაქტობრივად, ოპოზიციური ლიდერი არ არის, რომელიც არ დაიჭირა, მაგრამ არჩევნებამდე უშვებს, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ მიშას სხვანაირი შესაძლებლობები აქვს.

ახლა მიხეილ სააკაშვილი რასაც წერს ციხიდან, ის რომ გარეთ იყოს, ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი მოვიდოდა სისრულეში. მიხეილ სააკაშვილს აქვს ერთი და მთავარი უპირატესობა, გარდა გამოცდილებისა, მას ჰყავს ყველაზე მეტი პირადი მხარდამჭერი ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ არის ბიძინა ივანიშვილის მომხრე, ისინი არიან ან კორუფციის მომხრე, ან კრიმინალური აზროვნების მომხრე, ანაც ეშინიათ "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები