ლევან სანიკიძე - პროკურატურის ნაბიჯი ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს


ავტორი
Front News საქართველო
“პროკურატურის ნაბიჯი ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ არასამთავრობოების დაყადაღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ ვნახეთ ევროპელი პარტნიორების უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია “ქართული ოცნების” მხრიდან, ეს რაღაც მგლის თავზე სახარების კითხვასავით არის, მაგრამ აუცილებელია რუსული კანონის გაუქმება, მისი აღსრულებაში არ მოყვანა და ამის საპასუხოდ დღეს საქართველოს პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო იმ რეპრესიების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის იმის ნათელი დასტური, რომ სწორედ ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს, გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და ეს სცდება მხოლოდ ამ საკითხს. ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება, სადაც საქართველოს ევროპული ნაწილი ებრძვის მოღალატეთა რაზმს, რომლის მთავარი დანიშნულება რუსეთის ფედერაციის ინტერესების გატარებაა, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს