Logo

ლევან სანიკიძე - რაც არ უნდა გააკეთო, პოლიტიკაში არ ერთვებიან იმიტომ, რომ პარტიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში იქცა პრობლემად

პოლიტიკა
126
Frontnews image description

ის, რომ პოლიტიზებული ახალგაზრდები პოლიტიკაში ვერ შემოდიან, მთავარი დაბრკოლება ამაში ისაა, რომ არ სჯერათ, რომ პოლიტიკური პარტიები მართლა ხალხს ემსახურებიან და არ სჯერათ, რომ პარტიაში შემოსვლისას მათი ხმა გაჟღერებული იქნება, ეს იმიტომ, რომ ასეთი აღქმა აქვთ, რაღაც საკითხებში მართლები არიან, რაღაც საკითხებში კი - გაზვიადებული შეხედულება აქვთ ისევ პროპაგანდის გამო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიზებულ და განათლებულ ახალგაზრდებს სივრცეს არ უტოვებენ ყოფნის და მოქმედების.

"ბიძინა ივანიშვილი არის წარსული, ეს ცალსახაა, ამ ქვეყანას ჰყავს მომავალი ახალგაზრდობის სახით, მაგრამ ეს მომავალი არ იკლავს თავს ოპოზიციის აქტიური მხარდაჭერით, თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბიძინასკენ არიან, უბრალოდ ზედმეტად თავს არ იღლიან ოპოზიციის მხარდაჭერით.

28 ნოემბერს რა ქნა ქართულმა ახალგაზრდობამ, დედამიწამ ნახა და საბოლოოდ უნდა მორჩეს საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდები არ აქტიურობენო. რომ იაქტიურონ, ქართულ პოლიტიკაში რა სივრცეა ამისთანა ახალგაზრდების აქტიურობის? მე საკუთარ თავს მართლა ამაში ვხედავ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა, რომელიც პოლიტიზებულები, განათლება აქვთ მიღებული, ციხეში იყვნენ, ან ახლა არიან, რომლებიც არაჩვეულებრივები არიან სამოქალაქო აქტივიზმში, არიან ინფორმირებულები, არ ტოვებენ აქციებს, იკვლევენ კორუფციულ ფაქტებს, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, პარტიულ ნაბიჯს არ დგამენ, პოლიტიკაში არ ერთვებიან იმიტომ, რომ პარტიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში იქცა პრობლემად. გასაგებია, რომ ავტორიტარიზმია, ბიძინა იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ, გვიჭერს, გვარბევს, მაგრამ ეს შიდა ოპოზიციური დაპირისპირებები, კბენები, არაა სწორი, მე მაქსიმალურად ვერიდები უკვე ოპოზიციურ დაპირისპირებაში რაიმე ფორმით გარევას. ეს დასკვნა შეიძლება ჩემი შეცდომებიდანაც მაქვს გამოტანილი იმიტომ, რომ წარსულში სხვა პარტიების ძაგებაში აქტიური ვიყავი უფრო და მგონია, რომ შეცდომაში ვიყავი.

ის, რომ პოლიტიზებული ახალგაზრდები პოლიტიკაში ვერ შემოდიან, მთავარი დაბრკოლება ამაში ისაა, რომ არ სჯერათ, რომ პოლიტიკური პარტიები მართლა ხალხს ემსახურებიან და არ სჯერათ, რომ პარტიაში შემოსვლისას მათი ხმა გაჟღერებული იქნება, ეს იმიტომ, რომ ასეთი აღქმა აქვთ, რაღაც საკითხებში მართლები არიან, რაღაც საკითხებში კი - გაზვიადებული შეხედულება აქვთ ისევ პროპაგანდის გამო", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები