Logo

ლევან სანიკიძე - ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში “ქართულ ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია და “მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს

პოლიტიკა
395
Frontnews image description

ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში “ქართულ ოცნებაზე” უკიდურესად კრიტიკულია და “მეგობარი აქტის” მიღებას აჩქარებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახდეპის ანგარიში. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს არის პირველი ანგარიში, სადაც უკიდურესად კრიტიკული გზავნილებია “ქართული ოცნების” მიმართ. საუბარია ძალადობაზე, მედიის მიმართ განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე, რაც ჩემი აზრით პირდაპირ აჩქარებს “მეგობარი აქტის” მიღების პროცესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ აქვს არანაირი შანსი რაიმე სახით ვითარების ნორმალიზების ან ლეგიტიმაციის მიღების.

აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შემოდგომის დასაწყისშივე მოხდება “მეგობარი აქტის” მიღება, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებას და ამავე დროს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს “ქართული ოცნების” რუსულ რეჟიმს”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement