Logo

ლევან ცუცქირიძე - არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებას" მისცენ დამატებითი გაფრთხილებები აშშ-დან

პოლიტიკა
334
Frontnews image description

არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებას" მისცენ დამატებითი გაფრთხილებები აშშ-დან, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის ინტერესი არის ის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის სასანქციო პოლიტიკა არ დაასუსტოს სხვა სახელმწიფოებმა.

"ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არის ის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის სასანქციო პოლიტიკა არ დაასუსტოს სხვა სახელმწიფოებმა, რომლებიც სხვადასხვა შემოვლითი გზებით ხელს შეუწყობს რუსეთს, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკისთვის საჭირო ფინანსური რესურსები, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებას" მისცენ დამატებითი გაფრთხილებები აშშ-დან", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
ლევან ცუცქირიძე - არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებას" მისცენ და... - Frontnews - საქართველო • ქართული სანდო მედია 2011 წლიდან