Logo

ლევან ცუცქირიძე - არავის უნდა ეგონოს, რომ თუ ქუჩაში იმდენი ადამიანი არ არის, როგორც ნოემბერსა და დეკემბერში, არასდროს არ იქნება მასზე მეტი

პოლიტიკა
45
Frontnews image description

არავის უნდა ეგონოს, რომ ახლა თუ ქუჩაში იმდენი ადამიანი არ არის, როგორც ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არასდროს არ იქნება მასზე მეტი, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემები არ გადაიჭრება, თუ არ იქნება ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას.

"არავის უნდა ეგონოს, რომ ახლა თუ ქუჩაში იმდენი ადამიანი არ არის, როგორც ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არასდროს არ იქნება მასზე მეტი, ან არ უნდა შეეშალოს არავის, მათ შორის "ქართულ ოცნებას", რომ ისინი ახლა ბევრად სუსტები არ არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. ისინი რეალურ დისკუსიაში შემომსვლელები არ არიან, თუ თავიანთ თავთან უნდათ დისკუსია, იდისკუსიონ და იდავონ.

მათ ძალიან მნიშვნელოვან და საზოგადოებისთვის საყურადღებო საკითხებზე არ აქვთ პასუხები და ისინი თუ ე.წ. დებატებზე წამოვლენ, მათ თავიანთ თავებთან ექნებათ კითხვა-პასუხი. ყველა ხედავს, მათი ამ საკითხისადმი გროტესკულობას.

პრობლემები არ გადაიჭრება, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას და გააკეთებენ საზოგადო საქმეებს, სიკეთეებს და არა იმას, რაც თვითონ საკუთარი ინტერესებისთვის სურთ. სანამ არ გვექნება ჩვენ ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოებასთან, ის არ იზრუნებს საზოგადოების პრობლემების გადაჭრაზე, ის იზრუნებს საკუთარი ბანდიტური ინტერესების შესრულებაზე", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები