Logo

ლევან ცუცქირიძე - მთავარი რამ, რაც არის გასაკეთებელი, ეს არის საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის ნდობის ხიდების მშენებლობა

პოლიტიკა
35
Frontnews image description

მთავარი რამ, რაც არის გასაკეთებელი, ეს არის საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის ნდობის ხიდების მშენებლობა, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხიდები ზოგან საფუძველმორყეული, ზოგან კი ჩამოშლილია ობიექტური მიზეზების გამო.

"ყველას უნდა ცვლილებები. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანა არის ჭაობში და აქედან რაღაცნაირად უნდა გამოვიდეთ. ეს არის საყოველთაო საკითხი. ვისაც არ უნდა შევხვდეთ, არ შეგხვდება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კარგად, რომ მე დღეს არ მაქვს პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა მუშაობს და მას გარკვეულწილად თავისი შედეგები აქვს, რეალობას ეს მაინც ვერ ცვლის იმიტომ, რომ ყოველწლიურად, როდესაც ქვეყნიდან მიდის რეკორდული მაჩვენებლის ხალხი და უკან აღარ ბრუნდება, ამას ყველა გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომელ არხს უყურებს.

მთავარი რამ, რაც არის გასაკეთებელი,  ეს არის საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის ნდობის ხიდების მშენებლობა. ეს ხიდები ზოგან საფუძველმორყეულია, ზოგან საერთოდ დანგრეული ბევრი სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, სწორედ ამ ხიდების აღდგენა და მშენებლობაა ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები