ლევან ცუცქირიძე - უნდა ვაჩვენოთ, რომ არსებობს ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც იქნება ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, დაიჯეროს, თუ რატომ უნდა წავიდეს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ არსებობს ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც იქნება ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, დაიჯეროს, თუ რატომ უნდა წავიდეს "ქართული ოცნება", მაგრამ ასევე მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ არსებობს ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც იქნება ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგული.
პრობლემები არ გადაიჭრება, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას და გააკეთებენ საზოგადო საქმეებს, სიკეთეებს და არა იმას, რაც თვითონ საკუთარი ინტერესებისთვის სურთ. სანამ არ გვექნება ჩვენ ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოებასთან, ის არ იზრუნებს საზოგადოების პრობლემების გადაჭრაზე, ის იზრუნებს საკუთარი ბანდიტური ინტერესების შესრულებაზე", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე




