Logo

ლევან ჟორჟოლიანი ACWA Power-ის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელსა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს, საჩინ აბჰიანკარს შეხვდა

პოლიტიკა
47
Frontnews image description

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის - ACWA Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს, მათ შორის,  ხაზი გაესვა ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალს - მზისა და ქარის ელექტროსადგურებსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ქვეყნის სტაბილური ბიზნესგარემო და სტრატეგიული მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.

ლევან ჟორჟოლიანმა მსხვილ საერთაშორისო ინვესტორულ კომპანიას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და არსებული კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემის შესახებ და აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება წამყვანი საერთაშორისო ენერგეტიკული ინვესტორების დაინტერესებას ქვეყნის განახლებადი ენერგიისა და რეგიონული ექსპორტის პოტენციალით.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები - ილია შამუგია და ზვიად ბარქაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და ქართულ მხარესთან ACWA Power-ის წარმომადგენელი გიორგი ეზუღბაია და ესწრებოდნენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები