
ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არის სახეზე.
"შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა. ჩვენ პირველ 4 თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ზოგადად, ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს