ლევან ჟორჟოლიანი - ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს 15 წევრ სახელმწიფოს

ავტორი
Front News საქართველო
ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველო საუკეთესო ოცდაათეულში გავიდა, მსოფლიოში არის 29-ე ადგილზე და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს 15 წევრ სახელმწიფოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
"აღნიშნული ანგარიში გულისხმობს მთავრობის უნარს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კერძო სექტორს კონკრეტული ინიციატივებით. ამ მიმართულებით, მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კერძო ინიციატივების, ბიზნესის დახმარებას, სუბსიდირებას, გარკვეული ბიზნესების წახალისებას, ახალი სფეროების განვითარებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი აღნიშნული ადგილი მსოფლიოს რეიტინგში. აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალურ კვლევას, რომელშიც 7 საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია მონაწილეობდა", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


