Logo

ლევან ჟორჟოლიანი - კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სუსმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან

პოლიტიკა
102
Frontnews image description

კარტელურ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან, ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძიების დაწყება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ პროდუქტზე ბაზარზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში.

"რაც შეეხება კარტელურ შეთანხმებებს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო დოკუმენტაცია კომპანიებიდან და გვაქვს ინფორმაცია, უსაფუძვლოდ არ მომხდარა ამაზე გამოძიების დაწყება. გვქონდა შემთხვევა, ერთ-ერთ პროდუქტზე ყველამ ერთნაირი ფასნამატი დააფიქსირა ბაზარზე, რაც ახსნადი არ არის საბაზრო კონკურენციის პირობებში. გვაქვს ასეთი მოცემულობები. თუ არსებობს თამაშის წესები, რომელზეც ყველა აქტორი თანხმდება და ეს თამაშის წესები არ არის განსხვავებული, რომელიც შემდეგ კონკურენციასაც უზრუნველყოფს, შეიძლება ამანაც გამოიწვიოს ის, რომ თითქმის ერთნაირ ფასებს ვხვდებით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები