ლევან ჟორჟოლიანი - პრემიერი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა შანხაიში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, მთავრობის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები მნიშვნელოვან საკითხებზე.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მოწვევით ჩინეთში იმყოფება. დღეს ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან. შედგება ორმხრივი შეხვედრა. ასევე, მთავრობის წევრებს, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კოლეგა მინისტრებთან ექნებათ შესაძლებლობა, გააფორმონ მემორანდუმები, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ავიაცია, ტურიზმი, კულტურა, ხელოვნური ინტელექტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა. ასევე, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, როგორც იცით ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ამ ვიზიტით ამ სტრატეგიულ პარტნიორობასაც აღვნიშნავთ”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


