Logo

ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა

პოლიტიკა
68
Frontnews image description

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა. 

ლევან ჟორჟოლიანმა ფონდის ახალ ხელმძღვანელს მისიის დაწყება  მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და UNICEF-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ, როგორც UNICEF-ის აღმასრულებელი  საბჭოს წევრმა, ხელი შეუწყოს ფონდის გლობალური პრიორიტეტების განხორციელებას. 

ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა გაეროს სააგენტოებსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც შესაბამისობაშია ეროვნულ პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ინსტიტუციურ პროგრესს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები