ლევან ჟორჟოლიანი - სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მთავარი მიზანია, სახელმწიფო საწარმოები გავიდნენ მოგებაზე და თავად იყვნენ კონტრიბუტორები ბიუჯეტში, რაც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ნაწილშიც, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა ხარჯების ოპტიმიზაციასთან ერთად არაერთი საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტას გულისხმობს.
"ეს პროცესი უკვე დაწყებულია რამდენიმე საწარმოში, მაგალითად, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, ასევე ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანიები. ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგა 52 მილიონ ლარზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, რეფორმა გულისხმობს უამრავ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც ეხება ბორდების დაკომპლექტებას, მენეჯმენტს. ჩვენი მთავარი მიზანია, სახელმწიფო საწარმოები გავიდნენ მოგებაზე და თავად იყვნენ კონტრიბუტორები ბიუჯეტში, რაც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ნაწილშიც“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა