Logo

ლევიტი - ტრამპის დროს რუსეთი არსად შეჭრილა, რადგან დიდ პატივს სცემს პრეზიდენტს და მის პოლიტიკას

უკრაინამსოფლიოპოლიტიკა
388
Frontnews image description

ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას პრეზიდენტობისას რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის პრეზიდენტობისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტ ტრამპის დროს კი რუსეთი არსად შეჭრილა და არაფერი წაუღია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, შესანიშნავია ის, რასაც ტრამპმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიაღწია.

„რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე სამწელიწად-ნახევარია, ომია – სასტიკი კონფლიქტი, რომელმაც ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ტრილიონობით დოლარის ფასად. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტემ და არაკომპეტენტურობამ მკვლელობების დაწყების საშუალება მისცა. უდავოა, რომ ბაიდენის პოლიტიკამ მსოფლიო მშვიდობას დააშორა.

ბუშის პრეზიდენტობისას რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას პრეზიდენტობისას რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პრეზიდენტ ტრამპის დროს რუსეთი არსად შეჭრილა და არაფერი წაუღია, რადგან რუსეთი ყოველთვის ძალიან დიდ პატივს სცემს პრეზიდენტ ტრამპს და მის პოლიტიკას“, – განაცხადა ლევიტმა.

Advertisement