Logo

ლევიტი - დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის

მსოფლიო
114
Frontnews image description

დონალდ ტრამპმა აჩვენა, რომ ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად ახერხებს, ყოველთვის განიხილოს ყველა ვარიანტი და საჰაერო დარტყმები იქნება ერთ-ერთი იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განხილვის საგანია“, – განაცხადა ლევიტმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტისთვის პირველი ვარიანტი ყოველთვის დიპლომატიაა.

"გუშინ ღამით პრეზიდენტმა ყველას გითხრათ, რომ ის, რასაც ირანის რეჟიმისგან საჯაროდ ისმენთ, საკმაოდ განსხვავდება იმ შეტყობინებებისგან, რომლებსაც ადმინისტრაცია პირადად იღებს. პრეზიდენტმა აჩვენა, რომ არ ეშინია სამხედრო ვარიანტების გამოყენების, თუ და როდესაც საჭიროდ ჩათვლის, ეს ირანზე უკეთ არავინ იცის“, – განაცხადა ლევიტმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები