Logo

ლევიტი - დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია

მსოფლიო
487
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სანქცირებული ნავთობის ტანკერების დაკავების გაგრძელების და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ყოველთვის დაიცავს პოლიტიკას, რომელიც შეერთებული შტატებისთვის იქნება საუკეთესო.

„ეს ნიშნავს ემბარგოს აღსრულებას "ჩრდილოვანი ფლოტის“ ყველა გემის წინააღმდეგ, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებენ", – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი აცხადებს, მას სჯერა, რომ ეს აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბულობას არ გამოიწვევს, რადგან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს კარგი ურთიერთობა აქვთ.

მისივე თქმით, სანქცირებული ტანკერების დაკავება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა და აშშ-ის პრეზიდენტს ამის განხორციელების არ ეშინია.

კეროლაინ ლევიტის თქმით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ აშშ სანქციების დარღვევას არ მოითმენს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები