Logo

ლია კრიალაშვილი – ერთად უნდა დავდგეთ და გავცეთ პასუხი იმ ხალხს, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

პოლიტიკა
1334
Frontnews image description

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის 6 წელი ძალიან ცოტაა, ვინაიდან „მან სამშობლო გაყიდა და ტერიტორიები ჩააბარა“. ამის შესახებ მან რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთ დაძახებაზე ამდენი ხალხი შევიკრიბეთ. მინდა მივმართო გიული ალასანიას – იმ დღეს ამბობდა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. 82 წლის დედაჩემი, რომელსაც შვილი ჩაუცხრილეს ქუჩაში, მას 8 წელი მაინც ელოდა. დედაჩემსაც უნდოდა თავისი შვილის სუნთქვის მოსმენა. უსინდისო ხარ შენ, გიული ალასანია – არ მიკვირს, შენი შვილი რომ ასეთი გაიზარდა. ერთად უნდა დავდგეთ და გავცეთ პასუხი იმ ხალხს, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. 6 წელი მიშასთვის ძალიან ცოტაა. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სამშობლო გაყიდე, ტერიტორიები ჩააბარე, ამიტომ ზიხარ ციხეში“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

Advertisement