ლიეტუვას კალათბურთის ფედერაცია რუსეთთან და ბელარუსთან სპორტულ კონტაქტებს წყვეტს


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვას საკალათბურთო ფედერაციამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთსა და ბელარუსთან სპორტული კონტაქტების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
“სამხედრო მოქმედებები, რომელიც დღეს უკრაინაში დაიწყო, გამოცდად იქცა მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. დღეისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონცენტრაცია და ერთიანობა ლიეტუვაშიც და მთელს მსოფლიოში.
ვითვალისწინებთ რა რუსეთის საომარ მოქმედებებს უკრაინაში, ლიეტუვას კალათბურთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში შეწყვეტს ყველა სპორტულ კონტაქტს რუსულ და ბელარუსულ სპორტულ ორგანიზაციებთან.
ერთობლივი მოქმედებებით ჩვენ დავეხმარებით მეზობელ ქვეყანას აგრესორთან ბრძოლაში“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა