ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებას გმობს


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტოლირებად, სამხრეთ ოსეთის ე.წ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების შესახებ.
„ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს