Logo

ლიეტუვაში სამი ამერიკელი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს, მეოთხეს ძებნა გრძელდება

მსოფლიო
543
Frontnews image description

სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გასულ კვირას ლიეტუვაში პოლიგონზე დაიკარგნენ 31 მარტს გარდაცვლილი იპოვეს. მეოთხეს ძებნა გრძელდება, – ინფორმაციას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა ავრცელებს.

მათი ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება.

“აშშ-ის არმია და ლიეტუვის ხელისუფლება იძიებს მომხდარის მიზეზებს. შეგვატყობინებთ ჩვენს დასკვნებს ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მომხდარს გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

“ღრმა მწუხარებით და გულისტკივილით მივიღე ცნობა სამი ამერიკელი ჯარისკაცის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ“, – წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში.

ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი და ჯავშანმანქანა ლიეტუვაში წვრთნების დროს რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდნენ.

Advertisement