ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციაზე მივიდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთის, ისლანდიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აქციის მონაწილეებს შეურთდნენ.
ისინი მსვლელობით პარლამენტთან მივლენ, სადაც აქციის მონაწილეებს მიმართავენ.
ამ დროისთვის სტუდენტები გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან.
მათ მსვლელობა მარჯანიშვილიდან დაიწყეს, შემდეგ ფილარმონიასთან კოსტავას ქუჩა გადაკეტეს, საიდანაც გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს.





