Logo

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

მსოფლიო
875
Frontnews image description

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მან ხმების 70% მიიღო.

 

მეორე ადგილზეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.

 

გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

 

“ლიეტუვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰგავს მყიფე ჭურჭელს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და არ გავტეხოთ“, – განაცხადა ნაუსედამ.

Advertisement