Logo

ლინდსი გრემი - თუ სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, ომი შეიძლება შობამდე დასრულდეს

უკრაინა
310
Frontnews image description

აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა თუ შედგება, უკრაინაში ომი შესაძლოა, შობამდე დასრულდეს, - ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი წერს.

მისივე თქმით, სამმხრივი შეხვედრა თუ არ შედგა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სერიოზული შედეგები დააკისროს.

"თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პრეზიდენტს ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ მე ფრთხილად ოპტიმისტური ვიქნები, რომ ეს ომი შობამდე ადრე დასრულდება.

თუ ეს შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები დააკისროს პუტინს და ყველას, ვინც მის ნავთობს და გაზს ყიდულობს“, – წერს ლინდსი გრემი.

Advertisement