Logo

ლიონელ მესი - დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც სულით მენატრება

სპორტი
208
Frontnews image description

ანრგენტინის ნაკრებისა და ამერიკული “ინტერ მაიამის” კაპიტანი ლიონელ მესი თავისი ყოფილი კლუბის ესპანური “ბარსელონას” სტადიონს, განახლებულ “კამპ ნოუს” ესტუმრა.

“გუშინ ღამით დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც სულით მენატრება. ადგილი, სადაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, სადაც ათასჯერ მაგრძნობინეთ თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები, არა მხოლოდ გამოსამშვიდობებლად, რადგან წასვლა არასდროს მინდოდა…” - წერს ლიონელ ანდრეს მესი.

ლიონელ ადრეს მესი 21 წლის განმავლობაში იცავდა “ბარსელონას” ღირსებას. აქედან 17 წელი მან პირველ გუნდში გაატარა და გუნდთან ერთად არაერთ ტიტულს დაეუფლა.

თავისი ცხოვრების კლუბს ფეხბურთის ლეგენდა 2021 წელს დაემშვიდობა და ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა.

არგენტინელი თავდამსხმელი 2023 წლიდან დღემდე “ინტერ მაიამის” შემადგენლობაში ირიცხება.

Advertisement