Logo

ლორა თორნტონი – აქ, დემოკრატიის სფეროში გვინდოდა, რომ “ქართულ ოცნებას” მეტი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა

პოლიტიკა
531
Frontnews image description

მიხარია, რომ ასე მოხდა. აქ, დემოკრატიის სფეროში გვინდოდა, რომ “ქართულ ოცნებას” მეტი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა. საქართველოს მთავრობას ეუბნებიან, რომ  თუ ასე გააგრძელებს, საქმეები ძველებურად ვეღარ იქნება, – ამის შესახებ “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა.

“მიხარია, რომ ასე მოხდა. აქ, დემოკრატიის სფეროში გვინდოდა, რომ “ქართულ ოცნებას” მეტი პასუხისმგებლობა დაკისრებოდა. ეს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს დაემატება და საქართველოს მთავრობას ეუბნებიან, რომ  თუ ასე გააგრძელებს, საქმეები ძველებურად ვეღარ იქნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწვევის გაუქმება. მოწვევა რომ არ მიეღოთ, მაშინ ვითარება გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა “ქართული ოცნებისთვის”, უფრო მარტივად ახსნიდნენ ამას, მაგრამ ფაქტი, რომ მოწვევა მიიღეს და შემდეგ ეს გაუქმდა, გაცილებით ართულებს მათ პოზიციებს”, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააუქმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები