Logo

ლუკაშენკო – ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია

პოლიტიკა
997
Frontnews image description

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში, დსთ-ში დაბრუნდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას სურს “დსთ-ის ოჯახის“ აღდგენა და დარწმუნებულია, რომ ეს დროის საკითხია.

“ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა აღადგენს სრულ მონაწილეობას, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაშიც ჩვენ მოგვიწევს მონაწილეობა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

საქართველომ დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო.  წევრობა კი ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს შეწყდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები