ლვოვზე სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები


ავტორი
Front News საქართველო
ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის დროს 6 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია, – ამის შესახებ ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილით ლვოვზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
“დარტყმების შედეგად გაჩნდა ხანძარი, მისი ლიკვიდირება ამ დრომდე მიმდინარეობს. საგრძნობლად დაზიანდა ობიექტები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ საათის მონაცემებით ცნობილია 6 გარდაცვლილი და 8 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვია“, – განაცხადა კოზიცკიმ.
ლვოვის მერის თქმით, ცნობილია 6 დაღუპულის და 11 დაშავებულების შესახებ, დაზიანებული ან გადანდგურებულია 40 ავტომობილი, ახლოს მდებარე სასტუმროში კი, სადაც ევაკუირებული უკრაინელები იმყოფებიან, ჩამსხვრეულია მინები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს