Logo

მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად 9 მაისს გახდება

მსოფლიო
154
Frontnews image description

"ტისას" ლიდერი და უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პეტერ მადიარი ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი 9 მაისს გახდება.

როგორც HVG წერს, პარტიების "ტისას", "ფიდესის" და "ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს, პირველი სესიისთვის მოსამზადებლად შეხვედრა გამართეს და რიგი საკითხები შეათანხმეს.

12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციურმა პარტიამ "ტისა" პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

"ტისამ" პარლამენტში 199 ადგილიდან 138 მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.

პარტიის ლიდერი პეტერ მადიარი ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ის ორბანს შეცვლის, რომელიც უნგრეთის მთავრობის მეთაური 2010 წელს გახდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები