Logo

მაია მუმლაძე - არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ამ პირობებში ოპონენტების გამართლება არ შედის მათ ინტერესში

პოლიტიკა
37
Frontnews image description

მე არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ამ პირობებში ოპონენტების გამართლება არ შედის მათ ინტერესში, - ამის შესახებ დაკავებული პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას მეუღლემ მაია მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წაყენებული ბრალი დაა განაჩენი აბსურდულია.

"ჩვენ სასამართლო განხილვების დროს ყველა თვალს ვადევნებდით, რაოდენ აბსურდული იყო ბრალი, რომელიც წაყენებული ჰქონდა მურთაზს, სასამართლომაც კარგად ნახა ეს. მოწმეთა ჩვენებების დროს მის რეაქციებსაც ვხედავდით, როგორი იყო მისი რეაქციები, თუმცა მე არ გამკვირვებია იმიტომ, რომ ამ პირობებში ოპონენტების გამართლება არ შედის მათ ინტერესში და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ერთი განაჩენით 7 წლით გამოკეტეს ციხეში ადამიანი, მაინც, მეტი საიმედოობისთვის, ალბათ, გამართლებული მსჯავრდებული მათ არ სჭირდებოდათ, ეს არის და ეს", - განაცხადა მაია მუმლაძემ. 

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მურთაზ ზოდელავას კი თავისუფლების 9 თვით აღკვეთა. ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები