მაია რჩეულიშვილი საპატიმროს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს


ავტორი
Front News საქართველო
“ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმე დახურულია. “იმედის” ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს.
ამავდროულად, ცნობილია, რომ ყველა დაზარალებული კუთვნილი ფართით კონკრეტულ ვადებში დაკმაყოფილდება.
მაია რჩეულიშვილი, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.
რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულება რუსუდან კერვალიშვილმა დატოვა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა