Logo

მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აღარ იქნება

საზოგადოება
1418
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება მაია ცქიტიშვილი, რომელსაც მისი პირველი მოადგილე შეცვლის.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ღარიბაშვილის პირველი მოადგილე ჯუნშერ ბურჭულაძე დაიკავებს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

თაგები:

Advertisement