Logo

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის ეუთოს უსაფრთხოების ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით

პოლიტიკა
183
Frontnews image description

საქართველოსთვის ეუთოს ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს უსაფრთხოების ფორუმზე უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

„უსაფრთხოების ფორუმი არის ფორმატი, სადაც ძირითადად ხდება ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა. ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით.  მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩარჩოში მუდმივად გაკეთდეს აქცენტები ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევა. ამ ფარგლებში ასევე შესაძლებლობა გვექნება, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვიმსჯელოთ. უკრაინის საკითხი და ომი უკრაინაში რჩება ჩვენი რეგიონისთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად. ჩვენი დღის წესრიგიც მიმართული იქნება სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვენაში ეუთოს ფორუმი იმართება, რომელსაც საქართველო თავმჯდომარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები