მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 2025 წლის 11-12 ივლისს სამუშაო ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
აღნიშნული ფორუმი საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ.
კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს