მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში, სადაც გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება.
"აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევისთვის საერთაშორისო ფინანსური არქიტექტურის რეფორმაზე და ფინანსების მობილიზებაზე მსჯელობს. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. კონფერენციას გახსნის ესპანეთის მეფე ფილიპე VI. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, საქართველოს რეგიონულ როლზე და ქვეყნის გამოცდილებაზე ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და ზრდის თვალსაზრისით. ასევე, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს