მაკა ბოჭორიშვილი - გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან

ავტორი
Front News საქართველო
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მთელი რიგი მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილია, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შეხვედრები და კომუნიკაციის ახალი შესაძლებლობები.
"ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მთელი რიგი მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილია, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან. იმყოფებოდა ვაშინგტონიდან ვიზიტით საქართველოში არაერთი დელეგაცია, სადაც გარკვეული მოსაზრებები გავცვალეთ. შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პრეზიდენტის და ჩემი მცირეხნიანი კომუნიკაციაც და მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან იმისათვის, რომ ის ურთიერთობები, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა, შეიძლება ითქვას, ახალი ძალით, ახალი ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით გავაჯეროთ და უფრო მეტად განვავითაროთ, ჩვენ მოველით, რომ უახლოეს მომავალში იქნება გარკვეული კომუნიკაცია, გვექნება ჩვენ შესაძლებლობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი ურთიერთობების მომავალი. იგეგმება გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები, ვიზიტები და მოველით, რომ ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება, რომ უფრო დეტალურად გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
რაც შეეხება რეგიონს, ეს არის ის რეგიონი, რომელიც, ერთგვარად განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობები. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო მიმართულებაა სწორედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, რომ ჩვენი, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია სათანადოდ იყოს განხორციელებული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




